Sunday, 3 June 2018

        ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში იყო მოულოდნელად საინტერესო, რადგან არ მეგონა თუ ისეთ რამეებს შევისწვლიდი რაც არ ვიცოდი.  ჩემთვის საინტერესო იყო გუგლ დისკის შესწავლა, ვიცოდი რომ მსგავსი რამ არსებობდა მაგრამ ვერ ვიყენებდი, ასევე საინტერესო იყო ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა რასაც აქტიურად გამოვიყენებ მომავალში მოსწავლეებთან ინფორმაციის გაზიარებისთვის. სასარგებლო ბმულებიდან უკვე გამოვიყენე learningapps. სადაც ავაწყვე სპორტული ვიქტორინა და განვათავსე ბლოგზე, რითაც შემიძლია სახალისო ტესტირება ჩავუტარო მოსწავლეებს. აღვიდგინე ბევრი დავიწყებული ინფორმაცია და ახალიც შევიძინე ვორდში, ექსელში და ფოვერ ფოინთში მუშაობისთვის. ვისწავლე you tube - დან მოკლე ვიდეოს ამოჭრა. სასარგებლო ბმულების მეშვეობით შემიძლია უფრო გავიღრმავო ცოდნა.

Saturday, 26 May 2018

მოგესალმებით,

         ტრენინგი "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" არია ძალიან საინტერესო და აუცილებელი  თანამედროვე მასწავლებლისათვის. ამ ტრენინგზე ისწავლით  იმ მინიმუმ კომპიუტერულ უნარებს რაც თითქმის ყოვედღიურად გვჭირდება თანამედროვე ეპოქაში.

გმადლობთ