პროექტი


1.    პროექტის სახელწდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი

2.    პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფიზიკური აქტივობა და ფიზ/აღზრდის გაკვეთილზე აქტიურად ჩართვა, ის მინიმუმი და აუცილებელი აქტივობაა რაც ადამიანს სჭირდება როგორც ჯამრთელობისათვის აუცილებელი აქტივობა. ასევე უნდა მოიძიონ   ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით გააცნონ სხვა მოსწავლეებს. ინფორმაცია უნდა ასახონ პლაკატზე და გამოაკრან სკოლაში თვალსაჩინოდ.

3.    პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი და საჭიროა ყველა დროში და ყველა ასაკისთვის, ასევე მნიშვნელოვანი წინა პირობაა ჯამრთელი თაობის აღზრდისთვის განსაკუთრებით იმ ეპოქაში სადაც დაავადებები მეტად მოხშირდა.

4.    პროექტის მიზნები: მოსწავლეები რაც მეტად გააცნობიერებენ ფიზიკურ აქტივობის როლს როგორც საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პირობას.   უფრო მეტი ინტერესით მოეკიდებიან სპორტის გაკვეთილს.

5.    მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი.

6.    ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე

7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ასახავენ დიდ პლაკატზე ამ ინფორმაციას და გააკეთებენ პრეზენტაციას, ასევე გამოაკრავენ სკოლის თვალსაჩინო ადგილას.

8.    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი, სურათები, ფერადი ფლომასტერები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი პრინტერი, პროექტორი.

9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძიება, მოვალეობების გადანაწილება, პლაკატის აწყობა, მცირე თემების და შესაბამისი სურათების მოძიება, პლაკატზე გადატანა, პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაცია.

10.                       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზ/აღზრდა, ხელოვნება.

  სპ.VII-IX.1. მოსწავლეს შეუძლია გათავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.

ხელოვნება-

11.                       პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირაკლი ჩუბინაშვილი

12.                       ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chubinashvili98@gmail.com

13.                       პროექტის ვებგვერდი.ბლოგი:  irakli162.blogspot.com


No comments:

Post a Comment